ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან “ჩემოდნების აქცია” გაიმართება

“ჩემოდნების აქცია” – ასე ჰქვია პერფორმანსს, რომელიც ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ 18 დეკემბერს, 10:00 საათზე გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ოთხი წელი გავიდა, რაც ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი წაართვეს, რამაც ოდესღაც ქვეყნის მეორე ქალაქს, განვითარების პერსპექტივა დაუკარგა, გაჩერებულ ქუთაისში კი მოქალაქეებს არაფერი რჩებათ იმის გარდა, რომ ბარგი ჩაალაგონ და ქალაქი დატოვონ.

სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრები და აქტივისტები “ქართულ ოცნებას” ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვაში ადანაშაულებენ და ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტების დეკონცეტრაციას მოითხოვენ.

იტვირთბა....