“საქართველოს განვითარების ფონდმა” განცხადება გაავრცელა, სადაც ფონდის ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე ქვეყანაში შექმნილ ჩიხზე საუბრობს. მისი თქმით, მოსახლეობა იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ეს მას წარმოედგინა.
„საქართველოს განვითარების ფონდი მუშაობის ახალ ფაზაში გადადის. ვფიქრობ, ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში, ეს მავნე პროცესი კარგად ჩანს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვუხელმძღვანელო ჩემივე დაფუძნებულ ორგანიზაციას და უშუალოდ, შევხვდე საზოგადოებას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა ქვეყნის ეფექტური განვითარებისთვის”. – ნათქვამია ბურჭულაძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ პაატა ბურჭულაძემ ორგანიზაცია “საქართველოს განვითარების ფონდი” დააფუძნა. მასში ბევრი საზოგადოებისთვის ბევრი ცნობილი სახეა: პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, უისტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი და სხვები. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფონდი მალე დარეგისტრირდება პოლიტიკურ პარტიად და საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობს.