ვინ ებრძვის 5 ივლისის ორგანიზატორს? – კონსერვატიული პარტიის ლიდერის სატელევიზიო აღსარების შემდეგ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური შურისძიებაა.
ეკა ბესელიას თქმით, თუ ამ მუქარის უკან თანამდებობის პირები დგანად, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე სხვა რომელიმე სისხლის სამართლის საქმე.
ყველაზე უფრო მდარე, მიუღებელი და მძიმე ფორმა ზეწოლის განხორციელების არის მისი შანტაჟი მისი პირადი ინფორმაციებითა და ჩანაწერებით. თუ ამის უკან დგას რომელიმე ჩინოვნიკი ან თანამდებობის პირი, გაცილებით უფრო მძიმეა ეს დანაშაული, ვიდრე ნებისმიერი სხვა სისხლის სამართლებრივი ქმედება”. – ამბობს ბესელია.