საზოგადოება

სასარგებლო და პრაქტიკული რჩევა: როგორ ვისწავლოთ ფულის დაზოგვა და დაგროვება

წლის განმავლობაში თქვენ ძალიან ბევრს ხარჯავთ იმ მცირე თანხებით, რომელსაც ყოველდღიურად, ვითომ აუცილებელი შესყიდვების გამო გასცემთ. რამდენიმე ჩვევის შეცვლაც კი წლის განმავლობაში თქვენ ბიუჯეტს უფრო  გაზრდის.  Independent-ის მიხედვით, თქვენ წლიურ ბიუჯეტს დაზოგავთ, თუ:

1, სამსახურში ატარებთ საკუთარ ლანჩს: თუნდაც 3 ლარი, რომ დახარჯოთ დღეში, სამსახურში ყოფნისას კვებისთვის, ეს წლიურად 720 ლარს გულისხმობს. ამიტომ უმჯობესია სახლიდან წამოიღოთ სამსახურისთვის განკუთვნილი საკვები.

2, თავს აარიდებთ აქციებსა და ფასდაკლებებს: მსგავსი შეთავაზებები გულისხმობს პოტენციური მომხმარებლის მოზიდვას, რაც, რა თქმა უნდა, სწორი გათვლაა კომერციული კომპანიებისგან, მაგრამ თქვენთვის, ხშირ შემთხვევაში, არაფრისმომცემი ხარჯია. რამდენჯერ აღმოგიჩენიათ, რომ ფასდაკლებების და აქციების გამო გამოუყენებელი რამ შეიძინეთ?

3, თავს დაანებებთ ლატარეის ბილეთის შეძენას: დიახ, სურვილი, რომ უცბად გახდეთ მილიონერი, დიდია, მაგრამ პროცენტული შანსი, რომ სწორედ თქვენ მოიგოთ, მცირე. და რა გიჯდებათ წელიწადში ლატარეის ბილეთის შეძენა, თავად გადათვალეთ.

4, გეცოდინებათ მარკეტების ფასები: არავის არ სურს დამატებითი წუთების და მითუმეტეს, საათების დახარჯვა სასურველი ნივთის/პროდუქტის მოძებნისას. მაგრამ სასურველია მეტი დრო მაინც დაუთმოთ ფასების გარკვევას, რათა იცოდეთ სად გთავაზობენ იმავე პროდუქტს ნაკლებ ფასად. ეს კი თქვენ წლიურ ბიუჯეტზე აისახება.

5, არ შეხვალთ მარკეტში მაშინ, როცა გშიათ: მარტივი ლოგიკაა- დაღლილი და მშიერი  ყიდულობთ იმაზე მეტს, ვიდრე სინამდვილეში გჭირდებათ.

ამ მცირე ჩამონათვალს თავად შეიძლება დაამატოთ ის ხარჯები, რასაც დღის განმავლობაში გაუაზრებლად აკეთებთ, მათ შორის: სიგარეტი, ტაქსი და სხვ. როგორც ამბობენ, ხარჯების თვლა ყველაზე კარგ საშუალებაა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

იტვირთბა....