ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური საპილოტე რეჟიმის პირობებში გამოვლენილ ხარვეზებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კლინიკებისთვის სანქციების დაწესება არ ხდება, თუმცა ჯარიმები მომავალი წლიდან ამოქმედდება.
„როგორც იცით, საპილოტე რეჟიმის დროს ფულად სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ მომავალი წლიდან, როდესაც საპილოტე სისტემა აღარ იქნება, კლინიკები დაჯარიმდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა კლინიკას მივცეთ ინფორმაცია. პაციენტიც ინფორმირებული იყოს, რომ შესაძლებელია კლინიკა VIP სერვისს სთავაზობდეს, მაგრამ ვალდებულია, რომ საყოველთაო პროგრამის ფარგლებში საბაზისო სერვისი ყველა პაციენტს შესთავაზოს. აქ არის ძირითადი პრობლემა, თუმცა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ტენდენცია კლებადია, თუ დღეში 100-150 შემთხვევა იყო, ბოლო დღეებში 15-20 დაფიქსირდა. ვფიქრობ, მომართვების ძირითადი ნაწილი კლინიკების პერსონალის გაურკვევლობით არის გამოწვეული“, – აღნიშნავს ღუდუშაური.