ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„არის ეჭვი, რომ ხმაც იწერება, რისი უფლებაც არ გააჩნიათ“ – შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის კადრებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით უკვე მიმართეს.

„წაყენებულია 4 მოთხოვნა, ერთი არის, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის კადრების უკანონო ჩაწერა-გავრცელებაზე, იმიტომ, რომ იქ არის ეჭვი, რომ ხმა გადახაზულია და ხმაც იწერება, რისი უფლებაც არ გააჩნიათ. ამის გარდა, მოვითხოვეთ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ დეპუტატების და იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც აკეთებენ განცხადებებს, რომელიც ცალსახად უნდა ჩაითვალოს, როგორც სასამართლოზე ზეწოლა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურმა მიმართოს პარლამენტს და შეუჩერონ უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის უფროსს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა პერიოდში პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს.

იტვირთბა....