საფრანგეთის ქალაქ ლიონის მახლობლად, ქალაქ ვო-ან-ველენში მომხდარ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
დაღუპულთა შორის 5 ბავშვია. 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებულთა შორის მეხანძრეებიც არიან. ადგილზე ათობით სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ცეცხლთან ბრძოლაში საერთო ჯამში 170 ადამიანი მონაწილეობდა.
ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. შემდეგ ის პირველიდან მეოთხე სართულამდე ფართობს მოედო. მოსახლეობის ევაკუაცია დაკვამლიანების გამო იყო გართულებული. მიმდინარეობს ხანძრის მიზეზების დადგენა.