პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მოსმენამდე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ “ბრეგაძე სისხლის სამართლის დამნაშავეა და გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა”.
დეკანოიძის თქმით, ბრეგაძე ახლა უნდა იყოს პროკურატურაში და პასუხობდეს კითხვებს, რომლებიც აქვს მასთან საქართველოს საზოგადოებას.
“ახლა წარმოდგენილი მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე, პირდაპირ. ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და უნდა პასუხობდეს ახლა პროკურორის და გამოძიების კითხვებს, არა თუ იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას რეალურად აყრიდეს თვალში, ჰყოფნის თავხედობა, მოვიდეს აქ და თქვენც ახლა ყველა, ჩემო კოლეგებო, დადგებით და მოუსმენთ ადამიანს, რომელიც არის სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავე, ადამიანი, რომელსაც პირდაპირ აქვს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და ეს ადამიანი ახლა არ უნდა იდგეს აქ, უნდა იყოს პროკურატურაში, იქ იჯდეს და პასუხობდეს კითხვებს, რომლებიც აქვს საქართველოს საზოგადოებას მასთან.
ბატონო რატი, თქვენ წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად, ძალიან მალე და ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის სანქციებით, მათ შორის იქნებით გამოძიების უშუალო ობიექტი სიხლის სამართლის საქმეში “სააკაშვილი-რატი ბრეგაძე”, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – თქვა დეკანოიძემ.
პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პარლამენტის სხდომა დატოვეს.