ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გიგანტური აკვარიუმი გასკდა. ინფორმაციას ავრცელებს „ბიბისი”. მათივე ცნობით, 14-მეტრიან აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი ცხოვრობდა.
ასეულობით მეხანძრეა ჩაბმული სამაშველო სამუშაოებში. ცნობით, აკვარიუმი, რომელიც მილიონ ლიტრ წყალს იტევდა, მთლიანად განადგურდა. აკვარიუმიდან დაღვრილმა წყალმა ქუჩებში გაიტანა შენობაში არსებული ნივთები.
პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი, დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები.
სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.