ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოჯახსა და მცირეწლოვან ბავშვებზე საუბარი მარაზმზე მეტყველებს – ბრეგაძე ანა წითლიძეს

იუსტიციის მინისტრი ანი წითლიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოჯახზე საუბარი ყოვლად დაუშვებელია.

რატი ბრეგაძის თქმით, ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მარაზმზე მეტყველებს.

„სამწუხაროდ, არ ჩანს და ალბათ მედია დააფიქსირებდა კონკრეტულად ოჯახსა და მცირეწლოვან ბავშვებზე საუბარს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს მეტყველებს იმ მარაზმზე, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს და კიდევ ერთხელ აჩვენებენ თავიანთ დაუნდობელ სახეს. ნათლად აჩვენებენ, რომ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, ისინი მართლაც არავის დაინდობენ. ეს მათი საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას ქართველი ხალხი ნამდვილად არ დაუშვებს“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იტვირთბა....