ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაური პარლამენტთან – პოლიციამ 2 პირი დააკავა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები – “კრემლის ჯალათი რატი ბრეგაძე”, “გადადგეს მკვლელი რატი ბრეგაძე”; “#SAVEMISHA”.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ პოლიციამ პროტესტის 2 მონაწილე დააკავა.

“ორი ჩემი თანამებრძოლი დააკავეს, სრულიად უმიზეზოდ, რუსული პოლიციის სტილში, მოვიდნენ, დაეჯახნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოაყენეს, ერთი 16 წლის ბავშვი დააკავეს, მეორე “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრი”, – თქვა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, რატი ბრეგაძე დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში იმართება.

იტვირთბა....