კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 70 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირით მოიწამლა.
არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო სამედიცინომ ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“ზუსტად დეტალები მეც არ ვიცი, მხოლოდ ის გავიგე, რომ გაზით მოიწამლა და მძიმე მდოგმარეობაშია”, – გვითხრა აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა, ზურაბ ქურასბედიანმა.