ტელეკომპანია “მაესტროს” კრედიტორთა კრება დღეს ლევან და გია გაჩეჩილაძეების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის განჩინების მიხედვით, კრება ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირებამდე არ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გაჩეჩილაძეები ითხოვდნენ კრება არ ჩატარებულიყო, სანამ ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად არ დაინიშნებოდა, ხოლო ბაია გადაბაძისა და მაკა ასათიანის მხარე ითხოვდა, რომ კრება ჩატარებულიყო ბაია გადაბაძის დორექტორობის პირობებში.
შემდეგი კრება მოსამართლის გადაწყვეტილებით, 15 მარტს ჩატარდება.
„მაესტროს“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს სასამართლოს კიდევ ერთხელ გარდაცვალებას. პირველად ვნახე, რა გამომეტყველება აქვს მონა-მოსამართლეს, ჯერ შემეცოდა და მერე გული ამერია. კითხვაზე გვეშველება რამე (საქართველოს) მივიღე პასუხი რომ არა, ჯერ ნამდვილად არა. No justice no peace!!!”