ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ნაცმოძრაობა“ სტუდენტებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავს

მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებთან ერთად შეკრებილნი არიან სტატუსშეჩერებული სტუდენტებიც.

მათი განცხადებით, თბილისის მერიას რამდენჯერმე მიმართეს დაფინანსების საკითხზე, თუმცა, მერიამ იმ არგუმენტით, რომ სოციალურად დაუცველთა ჯგუფს არ მიეკუთვნებოდნენ, მათ უარი ეთქვათ დაფინანსებაზე.

სტუდენტები თბილისის მერის მიერ ისანი-სამგორის პროკურორის სტუდენტის შვილის 5 ათას 400 ლარით დაფინანსების ფაქტს აპროტესტებენ.

აღნიშნული დოკუმენტი გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ გაასაჯაროვა.

იტვირთბა....