ტელეკომპანია “მაესტროს” კრედიტორთა საბჭოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ძმები გაჩეჩილაძეები სხდომას არ ესწრებიან.
ამ შეკრებაზე ტელეკომპანიის მომავალი და მაუწყებლობის ფორმა გაირკვევა. ყველაფერი მევალეების პოზიციაზეა დამოკიდებული.
კრებას გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ესწრება. ირაკლი კორძახიას თქმით, ისინი კრების გადადებას ითხოვენ, სანამ “მაესტროს” დირექტორი არ დარეგისტრირდება.
აღნიშნული არგუმენტი ერთ-ერთი მეწილის, მაკა ასათიანის ადვოკატ გიორგი გვენეტაძისთვის მიუღებელია. მისთვის გაუგებარია კრედიტორები გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნას რატომ უნდა ელოდებოდნენ.