ახალი ამბები მთავარი სამართალი

რატომ სცემა მაგდა პაპიძის ქმარმა მამაკაცი, რომელიც მის ცოლს შოკოლადს უტოვებდა

პროკურატურამ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის დეტალები გამოაქვეყნა. მათ შორის არის მისი დის, ლანა პაპიძის ჩვენებაც, რომელიც ამბობს, რომ თავის დას უცნობი მამაკაცი იმ მაღაზიაში, სადაც მუშაობდა შოკოლადებს და სიგარეტს უტოვებდა.

როგორც ლანა პაპიძე ამბობს, ეს პიროვნება ოთარ ბერძენიშვილი იყო. მაგდა კი მასზე აღფრთოვანებით ლაპარაკობდა.

როგორც ლანა პაპიძე ჩვენებაში აღნიშნავს, მაგდა მოკრძალებული ადამიანი იყო, მაგრამ ამ ინციდენტის შემდეგ დაიწყო ვულგარულად ჩაცმა და ბეჭებზე დაიხატა სვირინგები, რის გამოც მისმა ქმარმა ომარმა ის სცემა. მისივე თქმით, მაგდა პაპიძე იღებდა ვულგარულ სურათებს და „ფეისბუქზე“ დებდა.

„დაახლოებით ორი თვის წინ, მაგდამ დამირეკადა, მთხოვა მისთვის მიმეტანა ჩემი ტყავის ქურთუკი. მე მივედი მასთან სამსახურში, რა დროსად დავინახე, რომ ოთარ ბერძენიშვილს მაგდასთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული. მე ოთარი ნანახი მყავდა ფეისბუქში და ვიცანი. ამ დროს იდგნენ მინის კარებთან, მაგდამ მას გააშვებინა ხელი და ოთარი მომღიმარი სახით გამოვიდა“ – წერია ლანა პაპიძის ჩვენებაში.

მისივე თქმით, მაგდა პაპიძის ქმარმა ოთარ ბერძენიშვილი სცემა.

 

ლანა პაპიძის ჩვენება

იტვირთბა....