ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უნდა დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია – ევროკავშირის ელჩი

მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული – განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გააკეთა.

პაველ ჰერჩინსკი ამბობ, რომ მათთვის რთული გასაგებია, რატომ გახდა შეუძლებელი მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოში მისვლა.

ჩვენ, როგორც ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულნი ვართ ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ცნობებით. ჩვენ ვაყენებთ ამ საკითხს შესაბამის ორგანოებთან აქ, საქართველოში. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მისი უფლება დაცულია და პატივს ვცემთ. უფლებები როგორ პატიმრის, ასევე უფლებები როგორც დამცველის. ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ მას ნებას მისცემენ სასამართლოზე დაუშვან. 21 ე საუკუნეში, ისეთივე მოწინავე ქალაქში თბილისში, რთული გასაგებია თუ რატომ არ იყო შესაძლებელი მისთვის სასამართლოზე გამოჩენა. მე იმედი მაქვს რომ ტექნიკურად ეს იქნება შესაძლებელი რომ ცაერთოს ონლაინ და მისი უფლებები როგორც დამცველის იქნება სრულად დაცული. ჩვენ გვიხარია რომ როგორც გავიგეთ ის აღარ აპირებს შიმშილობას რადგან ეს არ იქნება კარგი მისი ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შემდეგ ნაბიჯებს რომელსაც გადადგამს საქართველოს ხელისუფლება”- აცხადებს პაველ ჰერჩინსკი

იტვირთბა....