ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

მაინც მიაღწიეს ჩვენებმა და უკრაინის ცა მალე საიმედოდ ჩაიკეტება – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
#BუკაDეილიNიუსი ს ამბებიდან:
პუტლერმა გადადო ყოვეწლიური მიმართვა – არაფერი აქვს სატრაბახო ნამდვილად! ალბათ იმედი აქვს, რომ 2023 ის დასაწყისში გამოკრავს ხელს და წარსდგება ეროვნული კრების წინაშე! ეგ ლიმონკის ჩეკას გამოკრავს ხელს მანამდე, ვიდრე რამეს მიიღებს სატრაბახოს უკრაინაში!
გუშინ ჩვენება 13-დან 13 ვე დრონი ირანული ჩამოაგდეს! სულ მალე პეტრიოტიც გვექნება და ფრანგული და იტალური ჰსთ სისტემები! მოკლედ ასე ჭრიჭინ ჭრიჭინით მაინც მიაღწეს ჩვენებმა რომ უკრაინის ცა მალე საიმედოდ ჩაიკეტება!
გუაინ პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყანად აღიარა, ჩეხეთის სენატმა კი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად!
გუშინ მთელი დღე გრძელდებოდა მძიმე ბრძოლები უშუალოდ ბახმუტთან, ავდეევკასთან, აგრეთვე ვოდიანოეს, ოპიტნეს, სოლედარის და იაკივლივკის მოდამოებში! ძალიან დიდი ძალა იბრძვის რუსეთის მხრიდან, მაგრამ არ ყოფნით!!! გუშინ პესკოვმა დაიჩივლა, რთული მდგომარეობაა დონეცკის ოლქში! ურდოს ვაენკორებიც მოთქვამენ, ხალხი არ გვყოფნის და მობილიზაცია გარდაუვალიაო! ალბათ ახალი წლის მერე გამოაცხადებენ! 100 ათასამდე მკვდარი ყავთ და 250 ათასი დაჭრილი – ვერ ძღება ტერორისტი პუტლერი თავისიანებისვე სისხლით!
უკრაინა გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია განადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვიდილი მტერს!

იტვირთბა....