თუ გააგრძელებენ სააკაშვილის წამებას, საქართველო ვერასდროს შემოვა ევროკავშირში – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის ძალიან ავად და საქართველოს მთავრობა უარს ამბობს, რომ მესამე პრეზიდტმა სწორი მკურნალობა მიიღოს.
დებატები საქართელოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს, 13 დეკმებრს გაიმართა.
“მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო სააკაშვილის ოჯახის წევრებს. პოლონეთს და საქართველოს აერთიანებს ახლო თანამშრომლობის წლები. ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის კარი დარჩეს ღია საქართველოსთვის და საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი.
ჩვენ უნდა ვთქვათ აშკარად, რომ საქართველო ვერასდროს ვერ შემოვა ევროკავშირში თუ გააგრძელებენ პოლიტიკოსების წამებას,ისე როგორც აწამებენ დღეს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არის ძალიან ავად და საქართველოს მთავრობა უარს ამბობს, რომ სწორი მკურნალობა მიიღოს. მის ანალიზებში იყო აღმოჩენილი მძიმე მეტალები და ეს არის სუფთა პუტინის სტანდარტი და არა ევროპის სტანდარტი”, – განაცხადა ევოპარლამენტარმა.