ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სააკაშვილმა ევროპარლამენტარების თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ საზოგადოებას სააკაშვილმა წერილით აცნობა.

“ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზებას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაში, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია”, – წერს სააკაშვილი წერილში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დღეს გამოაცხადა. შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა, სადაც ის წერდა, რომ “იშიმშილებდა იქამდე, სანამ არ მიიღებდა მყარ გარანტიებს საკუთარ სასამართლო პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის”.

იტვირთბა....