ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სექსუალური ძალადობა 10 წლის ბავშვზე – სასამართლომ 50 წლის კაცი უდანაშაულოდ სცნო

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ, 50 წლამდე კაცი, რომელიც 10 წლის ბავშვზე არაერთხელ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებაში იყო ბრალდებული, უდანაშაულოდ ცნო.

მცირეწლოვნის მარტოხელა დედა მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და კაცის დასჯას ითხოვს.

დედის ინფორმაციით, მეზობელმა კაცმა მისი მცირეწლოვანი შვილი არაერთხელ, მოტყუებით შეიყვანა სახლში და იძალადა. გარდა ამისა, იგი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მცირეწლოვანს, თუ ის მომხდარზე ვინმეს შეატყობინებდა.

ბრალდებული კაცი მიმდინარე წლის მარტში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სსკ–ს 138–ე მუხლის 4 ა ნაწილით მიმდინარეობდა, რაც დამნაშავის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

იტვირთბა....