კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საახალწლო დღესასწაულებზე რუსეთსა და უკრაინას შორის ზავის დადების საკითხს გამოეხმაურა.
პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს არ მიუღია წინადადებები უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სადღესასწაულო პერიოდისთვის და დასძინა, რომ “ეს თემა დღის წესრიგში არ არის”.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მოუწოდა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა საშობაოდ დაიწყოს და სულ მცირე, ეცადოს დაამტკიცოს, რომ შეუძლია აგრესიის მიტოვება.