ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სიდენიებს გადავაფარო შავი პარკები”: მაგდა პაპიძის ჩანაწერები დღიურიდან (დღიურის ფოტო)

როგორც პროკურატურა აცხადებს, მაგდა პაპიძემ მეუღლისა და შვილის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. ამის შესახებ პროკურატურა უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას აქვეყნებს, ეს არის მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი, სადაც ჩამოწერილია დანაშაულის ჩადენის გეგმა.

პროკურატურის განცხადება:

„ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს გამოძიების მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებული მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი, (იხ. ჩანაწერი) რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის (იხ. ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ. დღიურში  მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი:

„ურო (ნაჭრით გახვეული),

პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული

პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად.

წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი

ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ.

ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი

დიდი პარკები“

პროკურატურის განცხადებით, ხსენებული ჩანაწერის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ „ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობითა და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით. გვამს ზურგზე აღენიშნებოდა თრევის შედეგად განვითარებული ნაჭდევები“. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა) რაც შეეხება 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს, მისი სიკვდილის მიზეზია „ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვით“, ანუ გაგუდვით. (იხ. ესპერტიზის დასკვნა) მაგდა პაპიძისათვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის თქმით, მან აღნიშული ჩანაწერი თავის დას ანახა, რომელმაც თქვა, რომ ეს მისი კალიგრაფია არ არის და დღიური არასოდეს უწარმოებია.

dgiurischanaceri

იტვირთბა....