ოკუპანტებმა ჰერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს. როგორც ცნობილია, დაზიანებულია შენობის ორი სართული. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.
“დაახლოებით 11:00 საათისთვის რუსებმა ზალპური ცეცხლის სისტემებიდან ჰერსონის ცენტრს დაარტყეს. ჭურვები ჰერსონოს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის შენობას მოხვდა, დაზიანებულია ორი სართული”,- წერს ტიმოშენკო სოციალურ ქსელში.