ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ყოფნა პარლმენტში სირცხვილი იყო – დეკანოიძე ნიკა მელიას პასუხობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალური ქსელით ოპოზიციის პარლამენტში ყოფნის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყენებენ საპარლამენტ ბერკეტებს, მათ შორის, პოლიტპატიმრებთან მიმართებით.

„არასდროს მიფიქრია, არც გავივლებ გულში, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ყოფნა პარლამენტში სირცხვილი იყო.
განსაკუთრებით იმ ჩარჩოში და იმ ბერკეტების გამოყენებისთვის, რომელიც ზუსტად პოლოტპატიმრებისთვის გვჭირდებოდა და ვიყენებდით. პარტიისთვისაც.
დანარჩენზე აუცილებლად ვისაუბრებ ძალიან ვრცლად. სანამ სიმართლის თქმას არ ვისწავლით პოკიტიკოსები, ვფიქრობ გაგვიჭირდება“ , – წერს დეკანოიძე.

შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასაამრთლო პროცესის შემდეგ ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას: „მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა პარლამენტში, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს“ .

იტვირთბა....