ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი შვილი მოკლეს” – გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა “მეტრონომთან” ალაპარაკდა

20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი “მეტრონომთან” შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ალაპარაკდა. ადვოკატის თქმით, მისი შვილი კლინიკაში ექიმებმა მოკლეს.

“ჩემი შვილი მოკლეს. 1 წელიწადზე მეტი არ ვსაუბრობდი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რომ გავიგე იმ ჩვენებიდან გამომდინარე, რაც პროფესორმა ქალმა ბრძანა უკვე აღარ გავჩუმდი. ის რაოდენობა ამპულების რაც ჩემს შვილს გაუკეთეს,531 ამპულა ფენტალინი, ამას დამატებული სხვადასხვა ანტიბიოტიკები, ვსვამ ერთ ლოგიკურ კითხვას, არის თუ არა ეს ზედოზირება? ყველას ჩვენებას გამოვააშკარავებ და ღირსება თუ შერჩენია რომელიმე ექიმს სიმართლე უნდა თქვან.”- განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

კითხვაზე რატომ არ ითვალისწინებს ამ დეტალებს გამოძიება აფარებენ თუ არა კონკრეტულ პირებს აფარებენ ხელს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ უპასუხა:

“გამოძიებას, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც მოუწევს ამ ყველაფრის დადგენა. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. მე და ჩემმა მეგობრებმა გამოძიება უნდა ვაიძულოთ, რომ გამოკვეთონ სიმართლე. ამ სიმართლეს ვეღარავინ  გაექცევა. შეიძლება დროში გაწელონ, მაგრამ მაინც მივა ბოლომდე.

კონკრეტული პირები არიან დამნაშავეები და პასუხისმგებლობა ვრცელდება კლინიკაზეც, რადგან ის პირები კლინიკაში მუშაობენ. რამდენი ადამიანი შეიწირეს უკვე. რამდენი ადამიანი არ იკვლევს თავიანთი გარდაცვლილების საქმეებს, შეიძლება იმაზე მეტი მტკიცებულებები იყოს რაც ჩემი შვილის საქმეში იყო. როდემდე უნდა შერჩეთ? გარდაცვლილების სულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. როცა წავალთ იმ ქვეყნად სამართლიანად წავალთ, რადგან რაღაც გავაკეთეთ სამართლიანობის აღსადგენად.”- აღნიშნა ადვოკატმა.

იტვირთბა....