ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააპელაციო სასამართლომ დვალი-აქიმიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა – „რუსთავი 2“ ხალვაშს რჩება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით და ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა.

„სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა“, – განაცხადა დავით დვალმა, „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

არხის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წილების 60%-ის დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

2022 წლის 14 დეკემბერს ზემდგომმა ინსტანციამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

იტვირთბა....