aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩეხეთი უკრაინას “ცივი ზამთრის” გადასალახად 8,5 მილიონ ევროს გამოუყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩეხეთი უკრაინას “ცივი ზამთრის გადასალახად” ფინანსურად დაეხმარება და 8,5 მილიონ ევროს და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს.

ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ, პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს სურს დატოვოს უკრაინა სიბნელეში და სიცივეში, ჩეხეთი კი მზად არის, დაეხმაროს უკრაინას გენერატორებით და ენერგო გათიშვის დროს, მიაწოდოს სკოლებს და საავამდყოფოებს ელექტროენერგია, რადგან სკოლებსა და საავადმყოფოებს სითბო და სინათლე სჭირდება.

„რუსეთს სურს, დატოვოს უკრაინა სიბნელესა და სიცივეში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩეხეთი ახლა აწვდის გენერატორებსა და გამათბობლებს ხარკოვის რეგიონს, დნეპრს, კიევს, სკოლებსა და საავადმყოფოებს. ეს 5 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ადამიანებს ექნებათ სინათლე და სითბო გათიშვის დროს“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....