„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. ის „ქართული ოცნების“ წევრს, ბექა ოდიშარიას მიემართება.
„აი, ეს ნაძირალა მაგიდაზე საცივში დგებოდა და ისე სვავდა სააკაშვილის სადღეგრძელოს“ , – წერს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, ნათელაშვილის პოსტი ოდიშარიას მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოყვა.
„პრესკონფერენცია რაში გვჭირდება, ნებისმიერ პატიმარზე პენიტენციური დაწესებულება იღებს პასუხისმგებლობას – აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია გუშინ, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, სტრასბურგში გამართული პრესკონფერენციის კომენტირებისას, სადაც ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, მისცეს მკურნალობის უფლება მესამე პრეზიდენტს.
ბექა ოდიშარიას აზრით, პენიტენციური “ძალიან კარგად ართმევს თავს” დაკისრებულ მოვალეობას – “ოჯახი ოჯახია, მითუმეტეს შვილი, მშობლები, თუმცა ჩვენ სხვების მითითება ნამდვილად არ გვჭირდება” – ამბობს ოდიშარია ევროპარლამენტარების პასუხად.
მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ლეტალური დასასრულის რისკი და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლების მოპოვება-ევროპარლამენტარებმა ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის შესახებ უშუალოდ ოჯახის წევრებისგან – ედუარდ სააკაშვილისგან და სანდრა რულოვსისგან მიიღეს. ოჯახიც და ამერიკელი ადვოკატიც სააკაშვილის კრიტიკულ მდგომარეობაზე საუბრობენ და გამოსავლად საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მიიჩნევენ.
საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილეს ყურადღება ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ და მირიამ ლექსმანმაც.
ევროპელი დეპუტატები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას, გამოიყენონ სამართლებრივი ბერკეტები, რომ ქვეყანას ააცილონ ტრაგედია და მისცენ მესამე პრეზიდენტს სათანადო მკურნალობის შესაძლებლობა“ , – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.