ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილება შეუწყვიტეს

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილების შეწყვიტის საკითხს.

პარლამენტს მურუსიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ცოტა ხნის წინ მიმართა.

“ეს არის წმინდა პროცედურული საკითხი, როდესაც მოსამართლე ერთი სასამართლოდან მისი უფლებამოსილების ვადის დამთავრებამდე ინიშნება მეორე სასამართლოში კონკურსის წესით, მას იმ წესით უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ძველ სასამართლოში რა წესითაც ის იყო განწესებული. ბატონი მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გაამწესა პარლამენტმა, ამიტომ პროცედურების აბსოლუტური დაცვით საბჭომ და მისმა თავმჯდომარემ მიმართა პარლამენტს მურუსიძის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უზენაეს სასამართლოში, რადგან ის დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ”. – განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას ცოტა ხნის წინ დაუჭირა მხარი.

იტვირთბა....