ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა მიმდინარეობს ცალსახად არასწორად – სერგეენკო

“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ საკითხთან მიმართებით აქცენტები არასწორად კეთდება. მანვე აღნიშნა, რომ პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

„ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს განსაზღვრავს რა არის უკეთესი პაციენტისთვის. პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების იქნება ეს პოლიტიკოსი და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება. როცა აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა პაციენტის მართვაზე ენიჭება მმართველ პარტიას, პოლიტიკოსებს, არის დამაზიანებელი. მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა მიმდინარეობს ცალსახად არასწორად”, – განაცხადა სერგეენკომ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა.

იტვირთბა....