ხაშურის რკინიგზის გადასასვლელი ხიდზე ორი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ქალმა ფეხი მოიტეხა. დაშავებულები სასწრფო სამედიცინო ბრიგადამ წაიყვანა.
” ახალი რეაბილიტირებულია, ისეთი მასალაა დაგებული, რომ ხალხს ფეხი უცურდება. დღესაც ორი ადამიანი წაიყვანა სასწრაფომ”, – ამბობენ ხაშურელები.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდა.