ახალი ამბები

არავითარი საფუძველი ასეთი შეხსენებისა, არ არსებობს – კობახიძე სახდეპის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, ქართულ სახელმწიფოს გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა და ამის შეხსენება არ სჭირდება.

„ვთქვი, რომ ამ თემაზე [მიხეილ სააკაშვილზე] კომენტარს არ გავაკეთებ და ამ პირობას შევასრულებ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან – ციხეში არის ის პირობები, რაც უნდა იყოს; საავადმყოფოებში პატიმრებისთვის არის პირობები, რაც უნდა იყოს და ადამიანის უფლებები დაცულია. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამით განსხვავდება ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან, ეს სხვაობა განსაკუთრებით ხელშესახებით ციხის ნაწილშია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსნებეთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

იტვირთბა....