საქართველოს ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში რჩება. ხვალ, 11 საათზე დაანონსებულ სასამართლოზე, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი პროცესის მიმდინარეობისას ვიდეოს საშუალებით ჩაერთოს… შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო პროცესი, სწორედ ამ მიზეზით გადაიდო. ხელისუფლების მხარდამჭერები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე 2021 წლის სექტემბერში, ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა და მისი წონაში კლებაც რეალურად ამ მიზეზით არის გამოწვეული. სწორედ ამ ჭორებს უპასუხა ექსპრეზიდენტის ამჟამინდელმა მეუღლემ ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში. რადას დეპუტატი წერს, რომ ამ პერიოდში სააკაშვილი შეხვედრებს მართავდა და საქართველოში ჩამოსვლაზე ოცნებობდა…
ლიზა იასკო:
– ქართველი მკითხველებისთვის – 2021 წლის სექტემბერში მიხეილ სააკაშვილს ოპერაცია არ გაუკეთებია… 2021 წლის სექტემბერში ის მუდმივად ესწრებოდა სხვადასხვა შეხვედრებს, გეგმავდა და ოცნებობდა, როგორ ნახავდა მშობლიურ საქართველოს. მასზე სხვადასხვა ხალხმა გავლენა მოახდინა, მაგრამ მას არანაირი ოპერაცია არ გაუკეთებია! არ დაიჯეროთ დეზინფორმაცია!
მიხეილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ახლა ნამდვილად არ არის ადგილი სიყალბისთვის! ასევე პოლიტიკური პროვოკაციები, რომლებშიც ვიღაცას მუდმივად სურს მიხეილის და მისი სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების ჩათრევა. მეც მიმაჩნია, რომ მიხეილის სისუსტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება დანაშაულია