საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს.
რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე ეს დღეს გახდება ცნობილი.
„მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ უნდა დაესწროს მინიმუმ დისტანციურად სასამართლო პროცესზე, თუმცა თუ კლინიკა ვივა მედი გასცემს ნებართვას, მაშინ შესაძლებელია მოიყვანონ კიდეც, თუ არ გასცემს, მაშინ უნდა ჩაერთოს დისტანციურად. დავუკავშირდებით სასამართლოს თანაშემწეს, გავარკვევთ, რამდენად მოგვარდა ეს საკითხი ტექნიკურად. 30 მოწმეა, თუმცა თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო დამძიმება, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მოწმის ჩვენება უბრალოდ გამოვაქვეყნოთ და არ მოხდეს მათი დაკითხვა”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
შეჰახსენებთ, სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბერს ჩაინიშნა.