ჯანდაცვა

უცხოელი ექიმის 5 სასარგებლო რჩევა: როგორ შევამციროთ გულის ტკივილის და შეტევის რისკი

წარმოგიდგენთ მარტივ და ეფექტურ ხერხს, რომელიც გულის შეტევის წარმოქმნის რისკს 80%-მდე შეამცირებს და გულის კუნთს სისხლით კორონარული არტერიებით ამარაგებს. როდესაც კორონარულ არტერიებში თრომბი ჩნდება და სისხლის მიმოქცევა წყდება, ადამიანს ეწყება ძლიერი ტკივილი გულის არეში. ამ მდგომარეობას უცხოურ ლიტერატურაში პოპულარული ენით გულის შეტევას უწოდებენ, მისი შესატყვისი სამედიცინო ტერმინი კი მიოკარდიუმის ინფარქტი გახლავთ. “მიო” კუნთს ნიშნავს, “კარდიო” – გულს, ხოლო “ინფარქტი” არის ქსოვილის კვდომა ჟანგბადის ნაკლებობის გამო.

ამ 5 რჩევის გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ, რომ გულის შეტევის წარმოქმნის რისკი 80%- ით შეამციროთ.

1, ჯანსაღი კვება; 2. ფიზიკური დატვირთვა (კვირაში ორჯერ ველოსიპედით სეირნობა 40 წუთის განმავლობაში); 3. ალკოჰოლის ზომიერად მიღება; 4. უარის თქმა მოწევაზე; 5. წელის გარშემოწერილობა 95 სმ-ზე ნაკლები.

ერიდეთ ცხიმიან საკვებს, შაქარს. მიირთვით რძის პროდუქტები, კვერცხი, ზეითუნის ზეთი, თხილი, ნაკლებად ცხიმიანი საქონლის ხორცი, ხილი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს. დაიცავით თქვენი გული და გაითვალისწინეთ ეს რჩევები: უარი თქვით ნებისმიერი სახის შაქარზე; დღეში 3 საათზე მეტ ხანს არ გაატაროთ დამჯდარ მდგომარეობაში; ივარჯიშეთ ყოველდღიურად; მიიღეთ ვიტამინი D; ნუ იქნებით სტრესულ სიტუაციაში ხშირად.

aww.ge

 

იტვირთბა....