“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, დარეჯან ცხვიტარია ღიად და დაუმალავად საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას პეტრე ცისკარიშვილის მდივნობიდან გადაყენება გუშინ ხუთ წუთში შეეძლო, მაგრამ ეს მიზნად არ ჰქონია. პარტიის ფინანსებს ცისკარიშვილი კი მხოლოდ იმ მიზნით ჩამოაშორეს, რომ უფრო უკეთ ეკონტროლებინათ “ნაციონალური მოძრაობის” ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი.
ნიკას (მელია) რეალურად აქვს ამის (ერთპიროვნულად გადააყენოს, გენერალური მდივანი) უფლება, ეს რომ მას ნდომოდა, ნამდვილად გადააყენებდა (პეტრე ცისკარიშვილს). ნამდვილად უთხრა – ზურგი დანას რომ ჩამცხებს, ისეთი ადამიანი არ უნდა იჯდეს გენმდივნად. ჩვენ ნიკას გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდით. ადამიანი გენერალური მდივანია და პარტიის თავმჯდომარის უკან, ზურგს უკან… საბავშვო ბაღი ხომ არ არის?! ისეთ რაღაცებს საუბრობს ტელევიზიით. ამას არ უნდა კადრულობდნენ. ზურგს უკან, რაღაც თანხას მოიხმარენ, რეგიონებში დადიან, აქტივისტებს ხვდებიან. ცოტა სხვანაირად სჭირდება ამას მიდგომა, საბოლოოდ ნიკამ ბოლომდე არ გაიმეტა”- თქვა ცხვიტარიამ.