ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთს ანაკლიის პროექტის ხელში ჩაგდება სურს – ოპოზიცია დავით ხიდაშელის ინტერესზე საუბრობს

ანაკლიის პორტით რუსეთია დაინტერესებული, – ეჭვს ამასთან დაკავშირებით ოპოზცია გამოთქვამს. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობაში “ოცნებასთან” დაკავშირებული ბიზნესმენები ჩაერთვებიან. დასახელდა დავით ხიდაშელის გვარიც.

დეპუტატებმა დღეს ღიად თქვეს, რომ არის რეალური საშიშროება იმისა, რომ ანაკლიის პორტი რუსეთს ჩაუვარდეს ხელში.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, რომან გოცირიძის, ინფორმაციით, პრორუს ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს, რომელიც 31 მაისს პრემიერ ღარიბაშვილს იორდანიაში ვიზიტის დროს თან ახლდა, წამოსცდა, რომ დაინტერესებულია ანაკლიის პროექტით.

დავით ხიდაშელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლდიმერ ევტუშენკოვის, კომპანიების მმართველი და ბიძინა ივანიშივლის სკანდალური საუბრების ერთ ერთი მთავარი ფიგურანტია. მისი სახელი გახმაურებულ “კარტოგრაფების” საქმეშიც ფიგურირებს.

წყარო: tvpirveli.ge

იტვირთბა....