საზოგადოება

როგორ მოვიშოროთ სასწრაფოდ სახიდან თმა: კვერცხის ცილის და მჭადის ფქვილის ინდური, უებარი რეცეპტი

მრავალი სხვადასხვა რეცეპტი არსებობს ჭარბთმიანობასთან საბრძოლველად. ბევრისთვის ელექტრო თუ ლაზერულ მანიპულაციებს კანზე ცუდი შედეგი მოაქვს, ამიტომ ირჩევენ სახლის პირობებში მეტი დრო დასჭირდეთ თმის მოსაშორებლად, მაგრამ გვერდითი გართულებები აირიდონ. წარმოგიდგენთ ორ რეცეპტს, რომლის გამოყენების შემდეგ ჭარბთმიანობის საწინააღდეგო შედეგს აუცილებლად მიიღებთ:

თეთრი ოსპი – მოათავსეთ მცირეოდენი ოსპი ბლენდერში და დაფქვით, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ფხვნილი, თუმცა არა წმინდა, არამედ მსუბუქად დაფქული. შემდეგ ორი ჩაის კოვზი ფხვნილი აურიეთ წყალში, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, პასტის მსგავსი, რომელიც უნდა წაისვათ სახის კანზე. ეს ხერხი ეხმარება არამარტო თმის გაქრობას, არამედ სახის კანს ანიჭებს ჯანსაღ იერს.

კვერცხის ცილა – შეურიეთ კვერცხის ცილა, შაქარი და სიმინდის ფქვილი ერთმანეთს ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, ასევე პასტის სახის. ეს მასა წაისვით სახეზე, 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ, კი, როცა გახმება, მოიშორეთ წყლის გარეშე. მხოლოდ ამის მერე, როცა სრულად მოიშორებთ,  ჩამოიბანეთ წყლით. გაიმეორეთ ეს კვირაში ორჯერ და შედეგის დასანახად ლოდინი დიდხანს არ დაგჭირდებათ.

drprem.com

იტვირთბა....