14 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში უცხოელი ექსპერტები – ნევროლოგი ემანუელ ლახანი და ფსიქოლოგი – დევიდ გოლდსმიტი დაიკითხებიან.
უცხოელმა ექსპერტებმა მოსამართლეს უნდა აუხსნან, რატომ ფიქრობენ, რომ სიმპტომები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება, მოწამვლის შედეგია.
უცხოელ ექსპერტებთან ერთად სასამართლოზე დაიკითხება ცენტრ “ემპათიის” დამფუძნებელი, მარიამ ჯიშკარიანი.
ცნობისთვის, სასამართლო, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე, ან მოხდისგან გათავისუფლებაზე უნდა ომსჯელონ, ოთხშაბათს, 14 დეკემბერს, 11 საათზე გაიმართება.