პერუში ანტისამთავრობო აქციაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს – დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად მძიმედ დაშავდა რამდენიმე აქტივისტი.
ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ანდაჰუაილასში დაძაბულობა ამ დრომდე გრძელლდება. პერუს დედაქალაქში აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აქციის მონაწილეები კონგრესის დაშლას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ახალ კონსტიტუციას და , ასევე ყოფილი პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.