ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ის ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა – კალაძე სააკაშვილზე

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან მიხეილ სააკაშვილის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი.

კალაძე სააკაშვილის ჯანმრთელობის თემასაც შეეხო.

„პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი ან რაიმე პროფილით განსხვავებული არ არის. შესაბამისი უწყება ყველა პატიმართან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ზოგადად, პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

იტვირთბა....