მთავარი პოლიტიკა

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს.

ქვეყნის სასამართლოს განცხადებით, მაჯედ რეზა რაჰნავარდი ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩვეს. მას ბრალად ედებოდა უშიშროების ძალების ორი წევრის დაჭრა და მკვლელობა.

საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა გასულ ხუთშაბათს მოხდა. მოჰსენ შეკარი სასამართლომ დამნაშავედ ცნო “ღმერთის მტრობაში”.

პროტესტი ირანში, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია. მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა.

იტვირთბა....