ეკა ხოფერიას შოუში მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ ისაუბრა მსუბუქი ნარკოტიკის, მარიხუანას ლეგალიზაციის აუცილებლობაზე, რომელიც მისი მოსაზრებით, ტურისტების მოზღვავებას გამოიწვევს. მას ექიმმა და ნარკოლოგმა ჯონი ჯანაშიამ უპასუხა:
„მე ვარ პროფესიონალი ნარკოლოგი და გეტყვით ორ სიტყვას. გაღიმებულები არ დარჩეთ, ბატონებო. ენდეთ ჩემს ჭაღარას და ჩემს დიპლომს. ყველაზე რთული სამკურნალო, თუკი იკურნება, არის ჰაშიშური ფსიქოზი. ჩემი საექიმო მოღვაწეობის პირველივე დღეებში წავაწყდი ამას, როცა 17 წლის ბიჭი მოიყვანეს, სახე მთლიანად ჰქონდა დასერილი… კულისებში ორ ადამიანს მაინც დაგისახელებთ, ცნობილი ოჯახის შვილებს, რომლებიც ამისგან დაიღუპნენ…“
მომღერლმა ამ ფაქტს დაუპირისპირა ის, რომ ყველამ ზონა-წონა უნდა იცოდეს და მოწევა არ უნდა იყოს დაშვებული 21 წლის ასაკამდე, ისევე, როგორ ალკოჰოლის მიღება.