„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პეტრე ცისკარიშვილს შეეზღუდა პარტიის ფინანსების განსაზღვრა, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია.
„მთელი პარტიული, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებოდა პარტიის გენერალური მდივნის, ბატონ პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან იქნება შეჩერებული.
ბატონ პეტრეს შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ განკარგოს ეს ფინანსური რესურსები, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია, როგორც გენერალურ მდივანს… იმიტომ რომ, ჩვენ ვართ წარმომადგენლები სხვადასხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვადასხვა მხარის, სხვადასხვა პოზიციები გვაქვს“, – განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება.