ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ, ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა – შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ, ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა.

“უკრაინის ენერგოსისტემაში რჩება ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი. ქვეყანაში სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ, ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ზამთარში ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვანი შეზღუდვებით მოგვიწევს”, – თქვა უკრაინის პრემიერმა.

შმიგალის თქმით, გასულ კვირას, უკრაინის მთავრობამ 100 მილიონი გრივნა გამოყო კრემენჩუკში თბომომარაგების სისტემის აღსადგენად. 50 მილიონი გრივნა გაიგზავნა სუმის რეგიონში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. რეგიონებს ელექტროენერგიის აღდგენისთვის უკრაინის მთავრობამ 5 მილიარდ გრივნაზე მეტი გამოუყო.

23 ნოემბერს, მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა. რუსულმა ძალებმა დაახლოებით 70 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს უკრაინის რეგიონებში, აქედან 51 უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.

იტვირთბა....