“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. ცნობილია, რომ თავმჯდომარეს ბკოლჩეინ-სისტემით აირჩევენ. ეს გადაწყვეტილება 69 ხმა 1-ის წინააღმდეგ მიიღეს.
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას თქმით, მათი “მთავარი საზრუნავი, ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლებაა” და სხდომაზე სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელეს.