ხერსონის ოლქის გუბერნატორის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, ხერსონსა და მიმდებარე დასახლებებში ელექტრომომარაგება მომხმარებელთა თითქმის 90%-თვის აღდგენილია.
უკრაინის ელექტროენერგიის უმსხვილესი კერძო მწარმოებლის DTEK-ის ცნობით, ნოემბრის დასაწყისში, ტერიტორიიდან უკან დახევისას რუსებმა ხერსონის ენერგეტიკული სისტემა “სრულად გაანადგურეს”.
უკრაინული ძალების მხრიდან ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, ოკუპანტები რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქეებს დაბომბვას აგრძელებენ.
უკრაინელებმა ხერსონი 11 ნოემბერს გაათავისუფლეს.