ახალი ამბები უკრაინის ომი

უკრაინაში არსებული ვითარების გამო, ილია ll-ს იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები იზღუდება

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, “უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით” კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება.

საპატრიარქოს თქმით, პატრიარქის კურთხევით ასევე არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების ან საერო პირთა მოწვევა.

„უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება, ამასთანავე არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა.“ – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

იტვირთბა....