დღეს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა პარტიის ოფისში 15:00 საათზეა ჩანიშნული.
ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნების თარიღი გადაწყდება. ასევე, არჩევნების ჩატარების ფორმაც.
“კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ ვინმეს უკონტროლოს თუ ვინ რომელ კანდიდატს აძლევს ხმას, ეს არღვევს ზოგადად არჩევნების პრინციპს. კანდიდატად რეგისტრირდება მსურველი, რომელიც პირველ რიგში არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ამისთვის საჭიროა განცხადებით მიმართოს სამდივნოს, მაგრამ ამავდროულად პოლიტსაბჭოდან სჭირდება 3 რეკომენდატორი,” – განაცხადა ენმ-ს საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ.